შარლიზ ტერონი

შარლიზ ტერონი: გული მწყდება რომ ახალ MAD MAX-ში აღარ ვითამაშებ

Syfy Wire

მსახიობმა შარლიზ ტერონმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში შეშლილ მაქსზე ისაუბრა.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ნაწილის მოქმედება წარსულში განვითარდება, გაგრძელებაში ტერონის პერსონაჟს, ფურიოსას, სხვა მსახიობი ითამაშებს.

"ამ ამბის მიღება გამიჭირდა. ჯორჯს(ჯორჯ მილერი) დიდ პატივს ვცემ, ის ნამდვილი ოსტატია და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არ დაგიმალავთ გული მწყდება რომ ახალ Mad Max-ში აღარ გამოვჩნდები. ჩემი გმირი შევიყვარე, ვამაყობ რომ მის შექმნაში წვლილი მაქვს მიღებული. ძალიან მინდა ისტორიის გაგრძელება ვნახო, მაგრამ მილერმა უკეთ იცის რა გადაიღოს". – ამბობს მსახიობი.

ამ ეტაპზე რეჟისორი მოლაპარაკებებს ახალგაზრდა მსახიობთან, ანია-ტეილორ ჯოისთან აწარმოებს.

კომენტარები