კიმ კარდაშიანმა თავისი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიის KKW Beauty-ს 20% კონგლომერატ Coty-ს 200 მილიონ დოლარად მიყიდა.
ამის შესახებ კიმ კარდაშიანისა და Coty-ს ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
"ჩვენ ერთად ფოკუსირებული ვიქნებით სილამაზის პროდუქტების ახალი საშუალებების შექმნასა და უკვე არსებული ხაზების უფრო გლობალურ გავრცელებაზე". – წერია განცხადებაში.
20%-იანი წილის გაყიდვის შემდეგ კიმ კარდაშიანი მაინც კომპანიის მთავარ მფლობელად რჩება – მას 72%-იანი წილი აქვს. დარჩენილი 8% კი კარდაშიანის დედას, კრის ჯენერს ეკუთვნის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახი Coty-სთან იკვეთება. გასულ წელს, კაილი ჯენერმა Kylie Cosmetics-ის 51% კონგლომერატ "Coty"-ის 600 მილიონ დოლარად მიყიდა.