ბოკერია ელისაშვილზე: თუ ოპოზიციურ ძალებს არ უქმნი კოალიციას, აბა ივანიშვილს როგორ უგებ?

ჩემთვისაც თანაბრად მიუღებელია ბევრი ძალა, ვისთანაც კოორდინირებას ვახდენ ოპოზიციის შიგნით. ოპოზიციის შიგნით ელისაშვილი თანაბრად მიუღებელია ჩემთვის, როგორც სხვა ძალა. ბევრი საკითხის გამო. მაგრამ, თუ ივანიშვილისთვის მოგება გვინდა და თუ კოალიციური მთავრობა გვინდა, როგორ აპირებს აბა ამას? 50%-ზე მეტს მიიღებს? ვის ატყუებს ახალა? აბა ივანიშვილს დაუტოვებს ხელისუფლებას? ანუ ოპოზიციურ კოალიციას მთავრობას არ შეაქმნევინებს? ეგ არის ივანიშვილის სამსახური.

50%-ზე მეტის აღების იმედი ხომ არ აქვს ელისაშვილს. ეგეთი ბრიყვი ხომ არ არის? პოლიტიკურად საკმაოდ ბრიყვი უკვე აღმოჩნდა, მაგრამ ეგეთი ბრიყვი არ არის. თვითონ კენჭიც იყარა, 15 თუ 16% აიღო. მისმა კანდიდატმა იოსელიანმა მთაწმინდაზე 6% აიღო, სადაც შალვა შავგულიძემ 40% აიღო. გავიგე, ვინმეს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მათ ამომრჩეველს ყველას პატივს ვცემ. მაგრამ, თუ შენ იძახი, რომ არ უქმნი კოალიციას ჭრელ ოპოზიციურ ძალებს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება, აბა როგორ უნდა მოუგო ივანიშვილს? როცა ყველამ იცის რომ შენ მარტო უმრავლესობაში ვერ მოხვალ. ანუ, იტყუები

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მთავართან ინტერვიუში განაცხადა. ელისაშვილი გავიდა ოპოზიციური პარტიების შეთანხმებიდან, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური სუბიექტები თბილისში, ისევე, როგორც სხვა საკვანძო ადგილებში, ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატებს არ დაუყენებენ.

კომენტარები