რეკლამა

® 14 წლის ვუნდერკინდი ლატარიის კომპანიამ დააფინანსა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დათუნა ზარდიაშვილი გამორჩეულად ნიჭიერი მოზარდია. 14 წლის დათუნა განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით გამოირჩევა, რისი დასტურიც 150 საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებაა.

დათუნას სახლის კედლები მრავალი ჯილდოთი, სიგელითა თუ სერტიფიკატით არის დამშვენებული, ყველა გამარჯვება მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა გამარჯვება მისთვის საოცნებო მომავალთან აახლოებს.


ფოტო: საქართველოს ეროვნული ლატარია

დათუნა მარტოხელა დედასთან, მადლენა ზარდიაშვილთან ერთად თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ქალბატონი მადლენა დათუნას აღზრდითაა დაკავებული და უმუშევარია, ოჯახი მთლიანად სოციალური დახმარებითა და კეთილი ადამიანების შემწეობით ირჩენს თავს.

დათუნას ოცნება აქვს. ეს ოცნებაც სწავლას უკავშირდება, მას პროგრამირების საფუძვლების დაუფლება სურს. დარწმუნებულია, რომ პროგრამირების შესწავლის შემდეგ ისეთ პროგრამას შექმნის, რომ მასზე მსოფლიო ალაპარაკდება. 

სამწუხაროდ, დათუნას ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მას პროგრამირების შესწავლის საშუალებას არ აძლევს. 14 წლის ვუნდერკინდის ოცნების შესახებ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მედიაჰოლდინგ „ფორტუნას“ საშუალებით შეიტყო.

კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარება, რადგან მომავალი თაობის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის წარმატების საწინდარია.

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ დათუნა ზარდიაშვილს „აიტი აკადემიაში“  პროგრამირების ერთწლიანი კურსი დაუფინანსა, რომლის დასრულების შემდეგაც დათუნას პროგრამირების საფუძვლები სრულყოფილად ეცოდინება და თავისი დიდი გეგმების განხორციელებასაც დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ლატარია დათუნა ზარდიაშვილს წარმატებას უსურვებს.

კომენტარები