კონგრესმენების კრიტიკული ანგარიში

ვოლსკი კონგრესმენებზე: აშშ-ის რაღაც წარმომადგენლობამ პასუხი უნდა გასცეს ამ სისულელეს

ტაბულა

"ამ განცხადების წყარო იმდენად უმნიშვნელოა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ შეიძლება ამას ყურადღება არც მივაქციოთ", - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. ვოლსკი ამბობს, რომ აშშ-ის რაღაც წარმომადგენლობამ, "რაღაც დონეზე პასუხი უნდა გასცეს ამ სისულელეს". 

"მე შემიძლია მოვიყვანო რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები, როდესაც ნაცმოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვეგანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს, არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება არის მოტანილი და საკმაოდ ისეთი, განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია", - ამბობს ვოლსკი.

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მ უნდა გააფროთოოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

კომენტარები