ბილ გეიტსმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გასავრცელებლად $100 მილიონი გამოყო

ბილ გეიტსი თავის საყვარელ ბიზნეს-სათავგადასავლო წიგნს კითხულობს
ჯონ ქითლი / The Wall Street Journal

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გლობალურ ალიანსს $100 000 000 გამოუყო. გეიტსების მიერ გამოყოფილი თანხა Covid 19-ის ვაქცინის შემდეგ მის სწრაფ გავრცელებაზე დაიხარჯება, აქცენტი კი ყველაზე ღარიბ ქვეყნებზე გაკეთდება.

"ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, რომ ვაქცინის შემუშავების შემდეგ, მასზე წვდომა მიიღოს ყველამ, ვისაც მსგავსი საჭიროება აქვს", — განაცხადა გეიტსმა GAVI-ს კონფერენეციის მიმდინარეობისას. 

ჯამურად, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის ალიანსის საქმიანობისთვის გეიტსმა $1.6 მილიარდი გაიღო. კონფერენციის მიმდინარეობის ფარგლებში ამ მიზნით ჯამურად $8.8 მილიარდი შეიკრიბა. 

ალიანსის ფარგლებში მობილიზებული თანხა 300 მილიონამდე ბავშვის სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოხმარდება. ჯამურად ამ ალიანსის საქმიანობის შედეგად ბოლო წლებში ვაქცინაცია 760 მილიონი ადამიანს ჩაუტარდა. 

კომენტარები