ლარის კურსი

ლარი დოლართან 3.56 თეთრით, ევროსთან 2.79 თეთრით გამყარდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 3 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა.

დოლართან გამყარებამ 3.56 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი - 2.79 თეთრი.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 3.0416 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3.4087 ლარი.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ლარი მესამე დღეა, რაც სხვა ვალუტებთან მიმართებით მყარდება.

კომენტარები