გახარია პარლამენტში

ბოკერია გახარიას: ილანძღებოდით, საზ. ტრანსპორტის გახსნას ითხოვენო - 5 დღეში გახსენით

მინდა გირჩიოთ ერთი რამ, ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას ითხოვენ პოპულისტებიო და ხუთ დღეში გახსენით. ახლა მოგვისმინეთ, ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, ტონი შეიცვალეთ. იქნებ რაღაც გაიგოთ. 

ეს სისულელეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები... იქნებ გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანას, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, მიმართავს.

კომენტარები