გახარია პარლამენტში

გახარია: ვიყავით ყველგან, სადაც ეკონომიკა გვაძლევდა საშუალებას და დახმარება სჭირდებოდათ

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას შეზღუდული რესურსი აქვს. არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ ვერ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, რა პერიოდით გაგრძელდება ეს პანდემია, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება. ჩვენ კი არა ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები, ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას. 

გიორგი გახარიამ პარლამენტში ახალი კორონავირუსის მართვის ანგარიში წარადგინა. პრემიერმინისტრი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს და მისი მთავრობის წარმატებებზე საუბრობს.

კომენტარები