კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 475

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 475.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, 20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული.

12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის ქვეყანაში 226 აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმში 3519 ადამიანია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქმედებს კომენდანტის საათი.

მსოფლიოში კორონავირუსის 4,989,280 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1,960,522 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 324,970 კი გარდაიცვალა.

კომენტარები