შეშლილი მაქსი

შეშლილი მაქსის ახალი ნაწილი ფურიოსას წარსულის შესახებ იქნება

NME

შეშლილი მაქსის შემქმნელმა ჯორჯ მილერმა ფრენჩაიზის ახალ ნაწილზე ისაუბრა. რეჟისორის თქმით, მომავალი ბლოკბასტერი ფურიოსას წარსულს ახდის ფარდას.

ფურიოსა 2015 წელს გამოსულ ფილმში Mad Max: Fury Road შარლიზ ტერონმა განასახიერა. სამხრეთაფრიკელი მსახიობი ახალ სურათში არ გამოჩნდება, ფურიოსას როლისთვის მილერი უფრო ახალგაზრდა მსახიობს ეძებს.

"დიდხანს ვფიქრობდი კომპიუტერული ეფექტებით შარლიზ ტერონი გაგვეახალგაზრდავებინა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ტექნოლოგიები ამ მიმართულებით საკმარისად განვითარებულია,"-ამბობს მილერი.

სიქველის სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მარტში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მილერი მოლაპარაკებებს მსახიობ ანია ტეილორ-ჯოისთან აწარმოებს.

კომენტარები