გიორგი მარგველაშილი

მარგველაშვილი: "ოცნების" ტყუილისა და თაღლითობის უნარი გვაჩვენებს, როგორი დაკნინებული ძალაა

"ქართული ოცნების" პოლიტიკური უნარი, თუნდაც ტყუილის, თუნდაც თაღლითობის, თუნდაც მათი შესაძლებლობა, გამოიგონონ ახალი ვერსიები, ესეც ძალიან ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია ეს პოლიტიკური ძალა.

ჩვენ გვახსოვს ის კომენტარები, რომელიც თავიდანვე დაიწყო, როდესაც უპრეცედენტოდ მაღალი თანმდებობის პირები, მათ შორის ევროპისა და შეერთებული შტატების დედაქალაქიდან, აყალიბებდნენ თავიანთ პოზიციას იმ თაღლითობასთან მიმართებაში, რომელიც 2019 წლის ბოლოს გათამაშდა - როცა მოატყუეს ისინი და მოგვატყუეს ჩვენ. მაშინ ჩამოყალიბდა უბადრუკი ნარატივი, რომ ეს არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. მაშინვე დამთავრდა და ნათელი იყო, რომ ეს ძალიან იაფფასიანი, ძალიან დაბალი დონის პოლიტიკური ტყუილი უკვე ყავლგასულია.

ახლა დღესაც თუ იმავე თემაზე არის საუბარი, რომ თბილისში არ არიან ჩამოსული და პარლამენტის გადაკეტილი შენობის წინ მიტინგზე არ აწყობენ შეერთებული შტატების სენატორები და ევროპარლამენტარები, ალბათ, საკუთარ თავს ატყუებენ იმიტომ, რომ ინტელექტუალური რესურსი ამ ტყუილით ვინმეს მოტყუებისა, ბუნებაში არ არსებობს.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პალიტრანიუსის ეთერში 13 მაისს ისაუბრა.

კომენტარები