8 მარტის შეთანხმება

შავგულიძე: ოცნებამ მოახერხა, რომ პარტნიორები აღარ ერიდებიან ტერმინს - პოლიტპატიმრები

ესეც არის ქართული ოცნების მოხერხება, რომ [საერთაშორისო პარტნიორები] უკვე აღარ ერიდებიან პირდაპირ ამ ტერმინს - პოლიტპატიმრები. იმიტომ, რომ ცხადია, როცა ამდენი გარემოება ემთხვევა ერთმანეთს, ეს ყველაფერი გაკეთებინებს ობიექტურ დასკვნას, რომ აქ არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, ყოველ შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება პოლიტიკურ მოტივაციას ხელისუფლების და როცა პრიორიტეტულია პოლიტიკური მოტივაცია, ამ შემთხვევაში იხმარება ფრაზა - პოლიტიკური პატიმრები. ეს ფრაზა უკვე გამოიყენეს ამერიკის სენატის მაღალმა წარმომადგენლებმა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის განცხადებაზე, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა - გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

კომენტარები