8 მარტის შეთანხმება

ჭიაბერაშვილი: შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ არ დავუშვათ ხელისუფლების მიერ შეთანხმების ჩაშლა

ოპოზიციის მაგიდის გარშემო საუბარი იქნება ზუსტად იმაზე, როგორ არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სურვილი აქვს, ჩაშალოს ეს შეთანხმება. და როგორ მოხდეს ამ შეთანხმების შესრულებით ისე მისვლა არჩევნებამდე, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას და მის იმიჯს, საზღვარგარეთ მათ შორის

ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი 13 მაისს, 14:00-ზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის დაგეგმილ შეხვედრაზე. ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. შეთანხმება საარჩევნო ცვლილებების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

კომენტარები