საქველმოქმედო ორგანიზაციამ რეპერის TEKASHI 6IX9INE შემოწირულობაზე უარი თქვა

Oxygen

საქველმოქმედო ორანიზაციამ The No Kid Hungry რეპერის Tekashi 6ix9ine შემოწირულობაზე უარი თქვა. ჰიპ-ჰოპ არტისტმა ფონდში 200 000 დოლარის გადარიცხვა სცადა.

"დიდი მადლობა მისტერ ჰერნანდესს (Tekashi 6ix9ine), მაგრამ როგორც ბავშვებზე ფოკუსირებული კამპანია, უფლებას ვიტოვებთ, უარი ვთქვათ იმ დონორების შემოწირულობაზე, ვისი ქმედებებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს,"-განაცხადა საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა.

ამერიკელი რეპერი 2015 წელს არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში იყო ბრალდებული, სასამართლომ არტისტი უდანაშაულოდ სცნო. 2019 წელს Tekashi 6ix9ine იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს, ამ დროისთვის ის შინაპატიმრობაში იმყოფება.

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ფონდის გადაწყვეტილებას არნახული ბოროტება უწოდა, მაგრამ მოგვიანებით პოსტი წაშალა.

კომენტარები