რუსეთი

რუსეთში ლენინის 150 წლის იუბილეზე, სოფელ ლენინოს ნოვო-ლენინო დაარქვეს

Russia Beyond

22 აპრილს რუსეთში ვლადიმირ ლენინის 150 წლის იუბილეზე ირკუტსკის ოლქში სოფელ ლენინოს სახელი გადაარქვეს და ნოვო-ლენინო დაარქვეს.

სოფლის სახელის შეცვლის შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.

"გეოგრაფიული ობიექტების სახელების შესახებ ფედერალური კანონის შესაბამისად და ირკუტსკის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის წინადადების საფუძველზე, ირკურტსკის ოლქის ოსინსკის რაიონის სოფელ ლენინოს სახელი გადაერქვას და დაერქვას სოფელი ნოვო-ლენინო," - ვკითხულობთ ბრძანებულების ტექსტში.

2015 წლის მონაცემებით, ნოვო-ლენინოში 1 283 ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები