მერიამ ფეიერვერკი იყიდა

თბილისის მერიამ 94 441 ლარის ფეიერვერკები იყიდა

flickr.com

თბილისის მერიამ 94 441 ლარის ფეიერვერკები იყიდა. ხელშეკრულება გაფორმებულია შპს "ქოლორფულ სფირითსთან" და 25 მარტით თარიღდება. 

ხელშკრულების პირობების მიხედვით, მისი ძალაში შესვლიდან 2020 წლის განმავლობაში, კომპანიამ მერიას ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს შესაბამისი პროდუქტი. 

პირობების მიხედვით, "ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების ადგილ(ებ)ის, მისაწოდებელი სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების (თანმდევი მომსახურებით - შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების გაშვება) სახეობის, რაოდენობისა და მოწოდების ვადის შესახებ."

ფოიერვერკების და სპეცეფექტების ნაირსახეობა, თანმიმდევრობა, გასაწევი მომსახურების ხანგრძლივობა, განისაზღვრება შემსყიდველის მითითებით. მიმწოდებელი ვალდებულია, სპეცეფექტებისა და ფოიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე.

კომენტარები