ანდრეა ბოჩელი

Live: ანდრეა ბოჩელის კონცერტი მილანის საკათედრო ტაძრიდან

12 აპრილს კათოლიკე ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. თუმცა, ტაძრები ახალი კორონავირუსის გავრცცელების რისკის გამო დახურულია. მათ შორისაა მილანის საკათედრო ტაძარი, სადაც ამ წუთებში იტალიელი მომღერალი ანდრეა ბოჩელი პირდაპირ ეთერში კონცერტს მართავს.

საოპერო მომღერლის მიერ შექმნილმა ფონდმა 140 000 ამერიკულ დოლარზე მეტი გადასცა იტალიის საავადმყოფოებს.

იტალიაში ახალი კორონავირუსით 19 899 ადამიანი გარდაიცვალა. 12 აპრილის მონაცემებით, აქ კორონავირუსის 156 363 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები