The Strokes

ბენდმა The Strokes შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი გამოუშვა

NME

ინდი როკ ბენმდა The Strokes შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი The New Abnormal გამოუშვა.

ალბომის ხანგრძლივობა 45 წუთია და 9 ახალი კომპოზიციისგან შედგება. გარეკანი ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევრით "Bird on Money" არის გაფორმებული. ალბომში შედის სიმღერა At The Door, რომელიც ერთი თვის წინ სინგლის სახით გამოვიდა.

The New Abnormal ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომია. მრავალი გამოცემისა და მუსიკის კრიტიკოსის აზრით The Strokes 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკ ბენდია.

კომენტარები