მიშუსტინი Covid-19-ზე: რუსეთში პიკი ჯერ არ დამდგარა, ყველაზე რთულ სცენარს არ გამოვრიცხავთ

Euractiv

3 აპრილს რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა რუსეთში ახალ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა.

"ნათელია, რომ დაინფიცირებების პიკს ჯერ არ ჩაუვლია და ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ სიტუაციის ყველაზე რთული სცენარი განვითარდება," - განაცხადა რუსეთის პრემიერმა. 

2 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე ქვეყნის მიერ მიღებული ზომები სულ მცირე 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.

გასულ კვირას კრემლი ამბობდა, რომ ეპიდემია არ იყო.

რუსეთში უმეტესი რეგიონი და მათ შორის მოსკოვი, ნაწილობრივ კარანტინშია მოქცეული.

რუსეთში მოსკოვი ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. მოსკოვის ს მცხოვრებლებს სახლის დატოვება შეუძლიათ ახლომდებარე მაღაზიაში ან აფთიაქში გასასვლელად, საჭიროების შემთხვევაში ახლომდებარე საავადმყოფოში მისასვლელად, ძაღლის გასასეირნებლად ან ნაგვის გადასაყრელად.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მუშაობას ამჯობინებს.

რუსეთში 3 აპრილის ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 4 149 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პირი, გამოჯანმრთელდა - 281.

კომენტარები