საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

ზურაბიშვილი: არ უნდა დავივიწყოთ - 29 წლის წინ ქართველმა ერმა დამოუკიდებლობა აღადგინა აღადგინა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 29 წლის თავს ეხმაურება.

"რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე, თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.

საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70 წლიან საბჭოთა ციხე გამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.
ნათელში იყოს მისი სული!

ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა",- აცხადებს ზურაბიშვილი.


ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი
29 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

სწორედ 31 მარტს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა.

ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?".

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

9 აპრილს უზენაესმა საბჭომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ქვეყნის დამოუკიდებლობა აღადგინა.

კომენტარები