გერმანული ჯგუფის Rammstein-ის სოლისტს, ტილ ლინდემანს, ახალი კორომავირუსი არ დაუდგინდა.
ამის შესახებ ჯგუფმა ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
"გუშინ საღამოს, ტილ ლინდემანი საავადმყოფოში მივიდა ჯგუფის ექიმის რჩევით. მან ღამე რეანიმაციაში გაატარა, თუმცა ის იქ აღარ არის, რადგან თავს უკეთ გრძნობს. ტილს არ დაუდგინდა კორონავირუსი", - წერია პოსტში.
დღეს, გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტილ ლინდემანი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს.