თვითიზოლაციის წესების დარღვევა

შსს: თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 3 პირი დავაჯარიმეთ და კარანტინში გადავიყვანეთ

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა. თვითიზოლაციის წესების დაღვევის ფაქტები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა.

"ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,"- წერია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 13 გამოჯანმრთელდა. კარნტინში 2505 ადამიანია.

კომენტარები