Nine Inch Nails

Nine Inch Nails-მა ორი ახალი ალბომი გამოუშვა

Catapult

ამერიკულმა ინდასტრიალ ბენდმა Nine Inch Nails ორი ახალი ალბომი Ghosts V:Together და Ghosts VI:Locusts გამოუშვა.

ინსტრუმენტალური ალბომები 2018 წელს ჩაწერილი ნამუშევრის Ghosts I-IV კონცეპტუალური გაგრძელებაა. მთლიანობაში ბენდმა 23 ახალი კომპოზიცია დაარელიზა. ჯგუფმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე ალბომები ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე უფასოდ განათავსა.

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბენდი Nine Inch Nails(შემოკლებით NIN) 1988 წელს დაარსდა. მრავალი კრიტიკოსის აზრით ინდასტრიალ ჟანრში NIN საუკეთესო ჯგუფია. Nine Inch Nails-ის წამყვან წევრებს ტრენტ რეზნორსა და ატიკუს როსს ოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში არაერთ სხვა მუსიკალურ პროექტში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები