აფრიკელი საქსაფონისტი მანუ დიბანგო ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა

მანუ დიბანგო

კამერუნელი ლეგენდარული საქსაფონისტი, მანუ დიბანგო, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.

86 წლის მანუ დიბანგო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ვარსკვლავია, რომელიც Covid-19-ის შედეგად დაიღუპა.

საქსაფონისტის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია 1972 წელს დაწერილი "Soul Makossa" იყო. მან, 2009 წელს, მაიკლ ჯექსონს სასამართლოში უჩივლა ამ კომპოზიციის მოპარვისა და "Thriller"-ში გაჟღერების გამო.

მანუ დიბანგოს დაკრძალვა კორონავირუსის პანდემიის გამო "მკაცრად პრივატულ" გარემოში ჩატარდება.

კომენტარები