კლუბი Cafe-Gallery ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო დროებით წყვეტს მუშაობას.
საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციისთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის კლუბი Cafe-Gallery დროებით დაიხურა.
გთავაზობთ კლუბის განცხადებას უცვლელად:
"მოგესალმებით ,
გუშინ საღამოს შედგა თბილისის კლუბების წარმომადგენლების შეკრება , შეხვედრაზე ესწრებოდნენ: MTKVARZE ,KHIDI ,BASSIANI, COLIBRI , CAFE-GALLERY ის წარმომადგენლები, განვიხილეთ ,,კორონა”ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში.
შედეგად ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ “კორონა”ვირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ჩვენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და დროებით ვწყვეტთ მუშაობას.
ასევე შეწყდება კაფის(დღის) ფუნქციონირება, რამოდენიმე დღით სადეზინფექციო და სანიტარული სამუშაოების ჩასატარებლად .
კლუბის და კაფის ფუნქციონირების განახლებასთან დაკავშირებით
დამატებით შეგატყობინებთ , ჩვენს გვერდზე.
ერთად ბევრი სირთულე და პრობლემა გადაგვიტანია.
ამასაც გადავიტანთ,
სიყვარულით კაფე-გალერეა"





