კლუბი "მტკვარზე" კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა

"მტკვარზე"

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კლუბი "მტკვარზე" დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის Facebook გვერდზე გავრცელდა.

გთავაზობთ კლუბის განცხადებას უცვლელად:

"ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია.

ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია.

იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს", - წერია კლუბის მიერ გავრცლეებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, გუშინ, 11 მარტს ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები