კორონავირუსზე ტესტებს ქუთაისში და ბათუმშიც ჩაატარებენ

interfax.ru

ახალ კორონავირუსზე ტესტებს, თბილისის გარდა, ქუთაისში და ბათუმშიც ჩაატარებენ. ეს ინფორმაცია ტაბულას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტის თარიღი, თუ როდის იქნება შესაძლებელი თბილისის გარეთ ვირუსზე ტესტისს ჩატარება, თუმცა, ბათუმსა და ქუთაისში არსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას ახლო მომავალში დაიწყებენ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის პირობობებში 178 ადამიანი იმყოფება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, გუშინ, 9 მარტს, 33 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

კომენტარები