ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.25 თეთრით, ევროსთან 0.95 თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, 5 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა.

დოლართან გამყარებამ 1.25 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 0.95 თეთრი.

ამრიგად, ერთი აშშ დოლარის ფასი ოფიციალური კურსით 2.7735 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი - 3.0969 ლარი.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთანაც, ხოლო გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან.

კორონავირუსისა და ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ლარს დაახლოებით 10 დღეა, გამყარების ტენდენცია აქვს. დოლართან მიმართებით ლარის ამჟამინდელი კურსი 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მყარია.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შერბილებას გადაწყვეტს, სავარაუდოა, რომ ამას ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითი გავლენა ექნება.

კომენტარები