ვაშინგტონის შტატში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

David Ryder / Reuters

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ახალი კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირებულია 18 პირი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ შტატში და აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 89 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი, 54 ადამიანი, ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 45 393 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები