რუსეთი

პუტინის ინიციატივით, კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და კაცის კავშირად ჩაიწერება

https://www.gazeta.ru

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, კონსტიტუციაში ახალ შესწორებებს შეიტანენ - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. 

ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ აღნიშნა, რომ ცვლილებების მიხედვით, ქორწინება განისაზღვრება, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. 

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის თქმით, კონსტიტუციის ერთ-ერთ შესწორებაში ღმერთი იქნება ნახსენები.

"რუსეთის ფედერაცია გაერთიანებული ათასწლოვანი ისტორიით, ინახავს რა წინაპართა ხსოვნას, რომელთაც გადმოგვცეს ჩვენ იდეალები და ღვთის რწმენა, ასევე რუსეთის სახელმწიფოს განვითარების მემკვიდრეობითობა, აღიარებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ სახელმწიფო ერთიანობას."

 

კომენტარები