ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

რუსეთში ნემცოვის მკვლელობის მე-5 წლისთავზე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა [VIDEO]

კვირა, 1 მარტი, 2020 - 11:32
tbl.ge/4ho4
დაკოპირდა
REUTERS
REUTERS
REUTERS
REUTERS

რუსეთში მოსკოვსა და სხვა ქალაქებში რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე პუტინის საწინააღმდეგოდ მსვლელობა გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის White Counter ინფორმაციით, მოსკოვის მსვლელობაში დაახლოებით 22 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოსკოვის პოლიციის განცხადებით, მსვლელობაში დაახლოებით 10 500 პირი მონაწილეობდა. 

გასული წლის ზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ, როდესაც მომიტინგეები თავისუფალ არჩევნებს ითხოვდნენ, ეს ყველაზე დიდი საპროტესტო მსვლელობა იყო. 

ორგანიზატორების თქმით, ამ მსვლელობით იხსენებდნენ და პატივს მიაგებდნენ ბორის ნემცოვს და ამავდროულად აპროტესტებდნენ პუტინის დაგეგმილ კონსტიტუციურ ცვლილებებს. 

Tweet

"სამუდამოდ პუტინს - არა"; "არა ძალაუფლების უზურპაციას" - ვკითხულობთ ბანერებზე. 

მსვლელობის მიმდინარეობისას მასობრივი დაკავებები არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე აქტივისტი დაიჭირეს.

სანქტ-პეტერბურგის მსვლელობაში დაახლოებით 8 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციები გაიმართა ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში და სხვა ქალაქებში. 

ოპოზიციონერმა ვლადიმერ კარა-მურზამ Twitter-ის პოსტით მადლობა გადაუხადა მონაწილეებს - "უამრავი ადამიანი მოვიდა დღეს. მადლობა ყველას, ვინც მოხვედით. ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ ის ახსოვთ".

Tweet

ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

ნემცოვირუსეთიპუტინიმოსკოვი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:18"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
  • ორშაბათი, 6 ივლისი, 2026 - 22:43"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:032007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
  • სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 11:39რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 - 19:40

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებასა და დიპლომატიაზე
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 - 19:39

ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებასა და დიპლომატიაზე

აშშ-ს სენატორები რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტზე შეთანხმდნენ
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 - 19:20

აშშ-ს სენატორები რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტზე შეთანხმდნენ

"დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა" – თინა რუხაძე გადადგა
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 - 18:41

"დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა" – თინა რუხაძე გადადგა

"ბაგაჟნიკით დამყავდა შენისთანა *ლეები" – რატომ დაპირისპირდნენ მჟავანაძე და ფიფია
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 - 16:38

"ბაგაჟნიკით დამყავდა შენისთანა *ლეები" – რატომ დაპირისპირდნენ მჟავანაძე და ფიფია

ყველაზე კითხვადი

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
1EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
2"ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს" - რას ამბობს იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებზე
3ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა
4"ბაგაჟნიკით დამყავდა შენისთანა *ლეები" – რატომ დაპირისპირდნენ მჟავანაძე და ფიფია
5ზელენსკის თქმით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში იერიშების მისატანად მონაცემებს აწვდის

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕