კორონავირუსის გამო უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება $444 მილიარდით შემცირდა

Getty Images

პლანეტის უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება 7 დღის განმავლობაში 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

ბოლო დღეებში, კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხეების გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფონდო ბირჟების მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება. ინვესტორები მთელ მსოფლიოში სარისკო აქტივების გაყიდვას ცდილობენ. 

ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის გასული კვირა 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგებით დასრულდა. ყველაზე მეტად შემცირდა უმდიდრესი სამი ადამიანის ქონება. ჯამურად ჯეფ ბეზოსი, ბერნარ არნოს და ბილ გეიტსის ქონება 30 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

9 მილიარდი დოლარი იზარალა, Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმაც. გასულ კვირაში ბოლო ორი წლის მინიმუმდე შემცირდა ნავთობის ფასი. ამ დროისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 49 დოლარია. 

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 85 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 2,900 ადამიანი. დაავადებულთა აბსოლიტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის. 

კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა 52 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც დაავადების სამი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები