ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილს ქალმა "წინ გადაურბინა".

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 

კომენტარები