კაპანაძის პასუხი კალაძის ტვიტზე: ვხედავთ, "ოცნების" შეთავაზება დიალოგზე რამდენად გულწრფელია

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ ტვიტერზე უპასუხა კახა კალაძეს, რომელმაც დაწერა, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე დიალოგისთვის მზადაა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მონიშნა.

"ოპოზიციის ლიდერები კვლავ ციხეში არიან, სხვების წინააღმდეგ საქმეები მიმდინარეობს და ჩვენ ჯერაც არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს მოუტანს პროპორციულ (ან მასთან მიახლოებულ) სისტემას. ქართული ოცნება კვლავ იმ აზრზეა, რომ 30%-იანი მხარდაჭერით უნდა მართოს ქვეყანა," - წერს სერგი კაპანაძე.

კახა კალაძემ იქამდე დაწერა, რომ "პარტია ქართული ოცნება მზადაა, ჩაატაროს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანხმდეთ ყველაზე მისაღებ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის".

კალაძემ მონიშნა საქართველოს დასავლელ პარტნიორები: კონგრესმენ კიზინგერი, სენატორ რიში, ევროპის სახალხო პარტია, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფი და ევროპარლამენტი.

კალაძის მიერ მონიშნულმა თითოეულმა პოლიტიკოსმა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბოლო ხანებში ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, იქნებოდა ეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება თუ გიგი უგულავას დაპატიმრება.


ფოტო: ტაბულა

 

 

კომენტარები