ნაცვლიშვილი: შოთაძის გამწესება ოცნების მაქსიმალური ზეგავლენის "ჩაცემენტებაა" სასამართლოზე

ირაკლი შოთაძეს არ ექნება ჩემი ნდობა გამომდინარე იქიდან, რომ მისი გენერალური პროკურორობის დროს წამოვიდა ხორავას საქმე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში. ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ პროკურატურის მიმართ ნდობა ირაკლი შოთაძის დროს არ არსებობდა.

ირაკლი შოთაძის გამწესება უვადოდ სასამართლოში არის კიდევ ერთი "ჩაცემენტება" იმისა, რისი სურვილიც ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონოდა მაქსიმალური ზეგავლენა.

ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილი. ყოფილ გენერალურ პროკურორს და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმენენ. ხვალ, 18 თებერვალს კი მის კანდიდატურას სესიაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები