ცენტრალური აზია

თურქმენეთში ჩინოვნიკებს გაჭაღარავება დაავალდებულეს

თურქმენეთში, 40 წელს გადაცილებული ჩინოვნიკებს ჭაღარა თმის შეღებვა აეკრძალათ. ხოლო, ჩინოვნიკები, რომელთაც არ აქვთ ჭაღარა თმა, ვალდებულები არიან ამ ტონალობაზე გადაიღებონ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ადგილობრივ რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ახალი წესი მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც 2018 წელს თურქმენეთის პრეზიდენტი საჯაროდ გაჭაღარავებული თმით გამოჩნდა. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ცვლილების შესახებ ჩინოვნიკები პირველ თებერვალს ზეპირსიტყვიერად გააფრთხილეს.

2018 წლის ივლისში, გურბანგული ბერდიმუხამედოვი პირველად გამოჩნდა საჯაროდ გაჭაღარავებული თმით, მანამდე თურქმენეთის პრეზიდენტი თმებს შავ ფერად იღებავდა. ამის შემდეგ, 2019 წლის იანვრიდან საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებს დაევალათ ბერდიმუხამედოვის ძველი ფოტოები, ახლით შეეცვალათ, რომელშიც პრეზიდენტს უკვე გაჭაღარავებული თმა აქვს. 

გურბანგული ბერდიმუხამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტს პოსტს 2007 წლიდან იკავებს. ბერდიმუხამედოვი განათლებით სტომატოლოგია, თუმცა თურქმენეთის წინა პრეზიდენტის საფარ მურატ ნიაზოვის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 

 

კომენტარები