ბათუ ქუთელია

Orion Strategies: ქუთელია ენმ-სთან საქმიანობაში ჩართული არაა, დოკუმენტში შეცდომა იყო

medianews.ge

საკონსულტაციო კომპანია Orion Strategies-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბათუ ქუთელიას სახელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დადებულ კონტრაქტში შეცდომით მოხვდა და ქუთელია კომპანიის საკონსულტაციო საქმიანობაში ჩართული არაა.

"საქართველოში მიმდინარე ტრენდების სტრატეგიული გაგების ხელშესაწყობად, Orion Strategies-მა დაიქირავა ბათუ ქუთელია კვლევისა და საქმეში გარკვევისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკის, სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ელჩი ქუთელია არაა ჩართული ჩვენი კონსულტაციების პოლიტიკურ ასპექტებში, არაა ჩართული ჩვენს საქმიანობაში აშშ-ში, ისევე, როგორც არაა ჩართული ჩვენს საქმიანობაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან." - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ბოლოსაც საკონსულტაციო ფირმა ბოდიშს იხდის "ადმინისტრაციული შეცდომისთვის".

მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 თებერვალს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლობისტურ საქმიანობაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მდინარაძის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბერში ენმ-მ აშშ-ში ლობისტური კომპანა Orion Strategies დაიქირავა

მისი თქმით, ენმ-ს ლობისტურ საქმიანობაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, კონტრაქტს ხელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია რომ არ აწერდეს.

პასუხად ბათუ ქუთელიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ არც ერთი პარტიის წევრი ან წარმომადგენელი მოლაპარაკებებში არ არის.

ატლანტიკური საბჭოს დირექტორმა განმარტა, რომ ანალიტიკური პროდუქტების შექმნა მისი საქმიანობის ნაწილია, ამჟამად რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მუშაობს და მათ შორის არის მდინარაძის მიერ დასახელებული Orion Strategies.

კომენტარები