CRRC: 65% ფიქრობს, რომ შემომტანი კაცი უნდა იყოს, მაგრამ ოჯახების დიდ ნაწილს ქალები არჩენენ

CRRC-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 65% ფიქრობს, რომ ოჯახი კაცმა უნდა არჩინოს, თუმცა, ოჯახების უმეტეს ნაწილში შემომტანები ქალები არიან - კითხვაზე, ვინ არის ოჯახში შემომტანი, ყველაზე დიდი ნაწილი, 43% პასუხობს, რომ ქალი.

კერძოდ:

კვლევის მიხედვით, საქართველოში 2010 წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახს ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა არჩენდეს.

2019 წელს ასე გამოკითხულთა 34% ფიქრობდა. 2010 წელს - 14%;

გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 65% კვლავ ფიქრობს, რომ ოჯახში შემომტანი კაცი უნდა იყოს.

კითხვაზე, ვინ არის ოჯახის მარჩენალი, მოქალაქეების 34% პასუხობს, რომ კაცი. 43% პასუხობს, რომ ქალი. 21%-ის აზრით, ოჯახში როგორც ქალი, ისე კაცი თანაბარი შემომტანები უნდა იყვნენ.

CRRC-იმ საველე სამუშაოები 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. გამოპასუხების დონე 36%-ია. გამოიკითხა 2 317 რესპონდენტი;

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 3.7%
  • 50% - ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 4.1%

კომენტარები