თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში, სახლში გარდაიცვალა. InterPressNews-ის ინფორმაციით, სიგუას გარდაცვალება სასწრაფო დახმარების ცენტრში დაადასტურეს. 

1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე, ზვიად გამსახურდიას მთავრობაში თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით, სიგუა პრეზიდენტ გამსახურდიას დაუპირისპირდა და ჯაბა იოსელიანთან და თენგიზ კიტოვანთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 

გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, სიგუა შედიოდა სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში, იგი ჯერ პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა, ხოლო 1992 წლის 8 ნოემბერს პრემიერ-მინისტრადაც დაინიშნა. 

ამ პოსტზე სიგუამ დაახლოებით ერთი წელი იმუშავა და 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.

კომენტარები