ვარსკვლავური წყვილები

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა შესახებ აღარ გვახსოვდა

GETTY IMAGES

ჰოლივუდური წყვილები საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევენ და მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, მრავალი მათგანის ერთად ყოფნის შესახებ, შესაძლოა, დაგვავიწყდეს. გთავაზობთ იმ წყვილების ჩამონათვალს, რომელთა შესახებ არ გახსოვთ, ან არ იცოდით. 

ტომ კრუზი და შერი


ფოტო: Shutterstock

ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 1985 წელს, შონ პენისა და მადონას ქორწილში შეხვდა. შერი 39 წლის იყო, ტომ კრუზი კი 23-ის. 2013 წელს შერიმ აღიარა, რომ ტომ კრუზი მისი პარტნიორების საუკეთესო ხუთეულშია.  

ბრედლი კუპერი და რენე ზელვეგერი 


ფოტო: JUKI
ბრედლი კუპერი და რენე ზელვეგერი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში 2009-2011 წლებში ხვდებოდნენ. ისინი ფილმ Case 39-ის გადაღებისას შეხვდნენ, რომლის შესახებ, შესაძლოა, ასევე არ გახსოვდათ.  

ჯენეტ ჯექსონი და მეთიუ მაკკონაჰი 


ფოტო: GETTY IMAGES
შოუში, Watch What Happens Live, სადაც ვარსკვლავები საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვებიან, მეთიუ მაკკონაჰიმ თქვა, რომ მან და ჯენეტ ჯექსონმა ერთხელ, როგორც წყვილმა, ერთად ივახშმეს.

ჯულია რობერტსი და მეთიუ პერი 


ფოტო: GETTY IMAGES
ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს საკულტო სერიალის, Friends-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე შეხვდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა.  

ბრედ პიტი და ქრისტინა აპელგეიტი 


ფოტო: GETTY IMAGES
1989 წელს ისინი MTV Movie Awards-ზე ერთად მივიდნენ. აპელგეიტმა ისტორია დაადასტურა, თუმცა, მისივე თქმით, ერთმანეთს მალევე დაშორდნენ.

სოფია კოპოლა და კვენტინ ტარანტინო


ფოტო: GETTY IMAGES
რეჟისორები ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, მას შემდეგ, რაც კოპოლა სპაიკ ჯონსის დაშორდა (2003). დაშორების შემდეგ სოფია კოპოლა და კვენტინ ტარანტინო მეგობრობას აგრძელებენ.

ჯენიფერ გარნერი და სკოტ ფოლი 

ფოტო: GETTY IMAGES

ჯენიფერ გარნერი და სკოტ ფოლი 2000 წელს დაქორწინდნენ, 2003 წელს კი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც მოგვიანებით გარნერმა თქვა, ის და ფოლი "ჰოლივუდის მსხვერპლნი" იყვნენ. 

რაიან რეინოლდსი და ალანის მორისეტი

ფოტო: GETTY IMAGES

ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 2002 წელს დრიუ ბერიმორის დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდა. ისინი 2004 წლის ივნისში დაინიშნენ და 2006 წელს დაშორდნენ. 

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯენა დიუანი 


ფოტო: GETTY IMAGES
მანამ, სანამ დიუანი ცნობილი გახდებოდა, ის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტებზე ცეკვავდა. მას შემდეგ, რაც ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსის დაშორდა, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. დიუანის თქმით, ისინი "მეგობრებივით იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან". 

კამერონ დიასი და ჯარედ ლეტო 


ფოტო: GETTY IMAGES
ვარსკვლავური წყვილი 1999-2004 წლებში ხვდებოდა. ისინი დანიშნულებიც კი იყვნენ. დაშორების შემდეგ კამერონ დიასი საცხოვრებლად ჯასტინ ტიმბერლეიკთან გადავიდა.  

ჯენიფერ ენისტონი და ტეიტ დონოვანი

ფოტო: GETTY IMAGES

სერიალ Friends-ში რეიჩელი (ჯენიფერ ენისტონი) ჯოშს (ტეიტ დონოვანს) ხვდება. სერიალის მიღმა, ისინი რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებოდნენ, თუმცა, ამ ეპიზოდების გადაღების დროს ისინი დაშორების პროცესში იყვნენ. 

ტეილორ სვიფტი და ტეილორ ლოტნერი


ფოტო: GETTY IMAGES
წყვილი ერთმანეთს 2009 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლოტნერი სიმრერის, "Back To December", შთაგონება გახდა. სვიფტის თქმით, სიმღერა მისთვის სრულყოფილ ადამიანს მიუძღვნა, რომელსაც დაუფიქრებლად მოექცა. 

ჯონ მეიერი და ჯესიკა სიმპსონი 


ფოტო: GETTY IMAGES
წყვილი ერთმანეთს 2006 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა.  

რაიან გოსლინგი და სანდრა ბალოკი 


ფოტო: GETTY IMAGES

რაიან გოსლინგი და სანდრა ბალოკი წყვილი 2002-2003 წლებში იყო. სანდრა ბალოკი 28 წლის იყო, გოსლინგი კი 22-ის. ამ პერიოდში ისინი Cannes-ის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ.

კომენტარები