შსს

გორში დაკარგული 16 წლის გოგო იპოვეს, ის კანონიერ წარმომადგენელთან იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

16 წლის გოგო, რომელსაც გორში 22 დეკემბრიდან ეძებენ, წუხელ იპოვეს.

როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ის უკვე კანონიერ წარმომადგენელთან იმყოფება.

ბავშვი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია.

16 წლის გოგოს გორში 22 დეკემბრიდან ეძებდნენ. პოლიცია სამძებრო სამუშაოებში გუშინ, 26 დეკემბერს ჩაერთო.

კომენტარები