გრეტა თუნბერგზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

vogue

ახალგაზრდა აქტივისტი გრეტა თუნბერგი დოკუმენტური ფილმის გმირი გახდება. 

ფილმის რეჟისორი ნეიტან გროსმანი იქნება. დოკუმენტური ფილმი მოგვიყვება გრეტა თუნბერგის ცხოვრების შესახებ, გვიამბობს როგორ იქცა 16 წლის სკოლის მოსწავლე კლიმატის ცნობილ დამცველად და რა გზა გამოიარა მან. 

გრეტა თუნბერგი განსაკუთრებით პოპულარულის მას მერე გახდა, რაც UN-ის ერთ-ერთ კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები კლიმატური ცვლილებებისადმი გულგრილობასა და ყველას მომავლის ნგრევაში დაადანაშაულა. გამოცემამ Times ტუნბერგი 2019 წლის ადამიანად დაასახელა. ასევე თუნბერგმა ჩამოაყალიბა მოძრაობა #fridayforfuture, რომლის მონაწილეები პარასკეობით სკოლას"ცვლილებებისთვის" აცდენენ.

 

კომენტარები