ჯეინ ოსტინის ეკრანიზაციები

ჯეინ ოსტინის რომანების 5 საუკეთესო ეკრანიზაცია

ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯეინ ოსტინი 1775 წლის 16 დეკემბერს დაიბადა. სოციალური უთანასწორობა, ქალთა უფლებები, გრძნობები, ბრძოლა, სიყვარული - მწერლის ყველა რომანში ამ თემებს შეხვდებით. ოსტინი დღემდე პოპულარული ავტორია და მისი ნაწარმოებების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რთულია წიგნის მიხედვით კარგი სურათის შექმნა, ჩვენ გთავაზობთ  ჯეინ ოსტინის რომანების 5 დასამახსოვრებელ ეკრანიზაციას. 

Sense & Sensibility, 1995

ფილმი გვიამბობს განსხვავებული ხასიათების მქონე ორი დის ცხოვრების შესახებ, რომელიც მამის გარდაცვალებისა და მთელი ქონების დაკარგვის შემდეგ შეიცვლება. მთავარ როლებს სურათში ემა ტომპსონი, ქეით უინსლეტი, ჰიუ გრანტი, ჯეიმს ფლიტი, ტომ უილკინსონი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ. 


ფოტო: vox

Persuasion, 1995

მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ვითარდება. ახალგაზრდა ქალს ენ ელიოტს ოჯახი აიძულებს, საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნაზე უარის თქმას, რადგან მისი რჩეული  მეზღვაურია, რომელსაც არც ტიტული აქვს და არც ქონება. თუმცა ყველაფერი შეიცვლება, ახალგაზრდა მეზღვაური სახელსაც მოიხვეჭს და გამდიდრდება, ხოლო ელიოტები ყველაფერს დაკარგავენ.  ახალგაზრდების სიყვარულმა კი ყველა დაბრკოლებას უნდა გაუძლოს.

Emma, 1996

ემა ვუდჰაუსი, რომელიც ზაფხულში მეგობრების დახმარებასა და მათი პირადი ცხოვრების დალაგებას ცდილობს, თავისთვის ბევრ სიახლეს აღმოაჩენს და მიხვდება, რომ ზოგჯერ ჯობს საკუთარ ურთიერთობას და პირად ცხოვრებას მოუარო. ფილმში მთავარ როლს უმშვენიერესი გვინეთ პელტროუ ასრულებს. 


ფოტო: decider

Mansfield Park, 1999

12 წლის ფანი პრაისი თავისი მდიდარი ნათესავების სახლში მოხვდება. გოგო, რომელიც დედის სითბოს მოკლებულია, მხოლოდ ედმუნდთან მეგობრობს. რამდენიმე წელიწადში ფანი გაიზრდება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ექნება მისაღები. 

 


ფოტო: IMDB
 

Pride & Prejudice, 2005

Pride & Prejudice ოსტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. საინტერესოა, რომ რეჟისორ ჯო რაიტს 2005 წლის ეკრანიზაციაში მთავარი როლის შესასრულებლად კირა ნაითლის აყვანა არ სურდა, რადგან თვლიდა რომ მსახიობი გმირისთვის შეუსაბამო სილამაზით გამოირჩევა, თუმცა ნაითლისთან პირადი შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა. მსახიობ კი როლისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული. 


ფოტო: IMDB

კომენტარები