თავდასხმა უგულავასა და გაბაშვილზე

უგულავა: უნდა შეწყდეს ხელისუფლების მიერ სპორტსმენების ზონდერებად გამოყენება

მე და გოკამ სრულად მოვუყევით გამოძიებას ის, რაც მოხდა თბილისის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში, სადაც ორი მოქალაქე თავს დაგვესხა. ახლა გაირკვა, რომ ისინი სპორტსმენები არიან. თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ მოგზავნილები იყვნენ. ეს ეჭვი გამყარდა და პრაქტიკულად 100%-ით დადასტურებულად შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი ხელისუფლების რომელიმე შტოს, ან პირის დავალებას ასრულებდნენ. 

რადგან მათ სასამართლოს წარმოება გადაწყვიტეს და თან აბსოლუტურად ცინიკურად ბრალი მე წამიყენეს, თითქოს მე ვცემე ვიღაც ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოსი (პრინციპში, კომპლიმენტია ეს), დავუმტკიცებ მას, რომ ეს ადამიანი არის მოძალადე.

ზოგად პრობლემაზე ვიტყვი - უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში სპორტსმენების ზონდერებად გამოყენება. ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოდის. ყველა ხელისუფლება სცოდავდა. მაგრამ ამ ხელისუფლებამ, როგორც ყველაზე უგვანმა, ყველაზე უგვანი ქმედებები ყველაზე მაღალ ხარისხში აიყვანა. ამისთვის მათ მოეკითხებათ, ამ სისტემის შექმნელი ივანიშვილია. 

გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს 11 დეკემბერს დაესხნენ. გიგი უგულავას ერთ-ერთი თავდამსხმელის, ძიუდოისტის, ცემის ბრალი წაუყენეს.

კომენტარები