მთის დღე

გახარია: ბევრი ისეთი ხასიათი, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვატანინა თავი, მთას უკავშირდება

დიდი პატივია ჩემთვის, მქონდეს საშუალება, მთის შვილებს მივულოცო დღევანდელი დღე. მთას საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, საერთოდ ჩვენს თვითმყოფადობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ჩვენს კულტურაში თითქმის დაკავშირებულია მთასთან და მთის შვილებთან. სტუმარ- მასპინძლობაც, ბევრი ჩვენი ისეთი ხასიათი, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვატანინა თავი, მაგრამ დღეს ჩვენთვის, მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ მიიღო და შექმნა კანონი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და სწორედ ამიტომ დაარსდა მთის განვითარების ფონდი

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თქვა

კომენტარები