საპროტესტო აქცია ქუთაისში

"ვერ გაგვაჩერებთ" - ოპოზიციური პარტიები ქუთაისში საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავენ

ინტერპრესნიუსი

"ვერ გაგვაჩერებთ" - ოპოზიციური პარტიები ქუთაისში საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავენ.

დემონსტრაციის მოთხოვნა კვლავ პროპორციული საარჩევნო სისტემაა.

აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანი იქნება და ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუპირისპირონ ძალადობრივი ჯგუფები.

"მშვიდობიანად, მკაცრად და პრინციპულად ვუპასუხოთ და გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ დაანებოს თავი ორგანიზებას ამ ძალადობრივი ჯგუფების, ძალიან მძიმედ ჩანს ეს და მათ შორის მძიმედ ჩანს, როდესაც პოლიციას აძლევენ დავალებას, რომ არ დაიცვას ოპოზიციის ოფისები, ამიტომ ეს იქნება მსვლელობა ისეთივე, როგორიც იყო თბილისში და ჩვენი მოთხოვნა იქნება თავისუფალი პროპორციული არჩევნები," - ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარე, დეპუტატი დავით ბაქრაძე კი ამბობს, აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებშიც გაგრძელდება.

"ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ ან კონტრაქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით გამოსავალს," - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები