პროტესტი პარლამენტთან

პოლიციამ აქციიდან 4 ადამიანი დააკავა, სირაძის თქმით, ისინი ტერიტორიას გაარიდეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელებმა 4 ადამიანი წაიყვანეს, შსს-ში ამბობენ, რომ ისინი არ დაუკავებიათ და უბრალოდ ტერიტორიას გაარიდეს. აქტივისტები 9 აპრილის ქუჩაზე აიყვანეს. იქვე მდგომი პოლიციელები ამბობენ, ისინი ადმინისტრაციული გადაცდომის გამო დააკავეს, თუმცა შსს-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

მალევე ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც თქვა, რომ 

"პოლიციამ გაარიდა ისინი ვინც ახდენს პროვოკაციას და ახდენს პარლამენტის ბლოკირებას. რაც შეეხება ჟურნალისტებს და აქტივისტებს, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ და შევიდნენ პარლამენტში."

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში სესიის ჩატარება ვერ შეძლონ, თუმცა ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებს. 

 

კომენტარები