ბოკერია: ოცნებამ ჯერ ის მოდელი მიიღოს, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა და მერე ატაროს პლებისციტი

ჯერ მიიღოს ის მოდელი, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა და მერე ჩაატაროს პლებისციტი. მხოლოდ ამ მიმდევრობით. 

მიიღოს ქართულ კონსტიტუციასთან შესაბამისი გერმანული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლიტიკური ერთეულები იღებენ იმდენ ხმას, რამდენიც პროპორციულად მიიღეს. ოღონდ შიგნით არიან მაჟორიტარი დეპუტატებიც. პრობლემა არ არის არანაირი.

დანარჩენ შემთხვევაში, ახლა ვინ ჭამს იმას, რომ თვეების განმავლობაში პლებისციტს დაველოდებით და მერე მაინც ოქრიაშვილზე ვიქნებით დამოკიდებული, თუ გაუბედა ქართველს ერს? ეს ხომ სასაცილოა. 

მიიღოს ჩვენი მოდელი ჯერ და მერე ატაროს პლებისციტი და იქაც მოვუგებთ, არაა პრობლემა. ოღონდ ჯერ გააკეთოს ის, რაზეც გადააგდო საზოგადოება და ეს შეურაცხყოფა წაიღოს უკან და მერე ატაროს, რაც უნდა, ის

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს ქართული ოცნების დეპუტატის, აკაკი ზოიძის, ინიციატივაზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ქართული ოცნება ამ ინიციატივას დათანხმდეს. ეს კომენტარი ბოკერიამ მთავარ არხს მისცა.

კომენტარები