სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო

მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მან საქართველო გუშინ, 7 ნოემბერს დატოვა. როგორც მღვდელი გიორგი ხსილაძე ამბობს, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმეს სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულების შემდეგ ემუქრებოდნენ. 

როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. 

როგორც მამა გიორგი სხილაძემ გუშინ თქვა, მას ახლობლები დაუკავშირდნენ და საფრთხის შესახებ შეატყობინეს. მისივე თქმით, მისთვის "ფანატიკური ჯგუფების მიქსევას" და მის განადგურებას გეგმავენ

............

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას. 

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა. მამა გიორგიმ მთავარ არხთან საუბარში თქვა, რომ ინფორმაცია კახა კალაძესთან შეთანხმებით გაასაჯაროვა. მღვდლის აზრით, საჯაროდ საუბარზე უარს არც მისი მეგობარი იტყოდა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.

კომენტარები